მარიამ საჯაია – “დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ…მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის”

მარიამ საჯაია – "დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ...მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის"მარიამ საჯაია 3 მეგობართან ერთად სამოგზაუროდ მიდის და ამაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

ამის შესახებ მან რამდენიმე საათის წინ ფეისბუქში დაწერა:

– მე მოგიყვებით ერთ ამბავს მარიამ საჯაია – "დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ...მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის"?
4 ნიჭიერი ადამიანი შევიკრიბეთ – Travel Junkies მარიამ საჯაია – "დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ...მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის"? 9 ქვეყნის მოვლა გადავწყვიტეთ, ვადად 3 თვე ავიღეთ და არასაკმარისი ბიუჯეტით ვიწყებთ ოცნების ასრულებას. 2 კვირაში მივდივართ!

ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარი “კუსტარული” მაგრამ ზე-რეალური რეალითი-შოუ… მძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალის-დაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის…

ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მე სამსახური დავტოვე (გუშინ), ვტოვებ უძვირფასესს – შვილს, მეგობრებსაც, ჩემს კომუნასაც და კომფორტის ზონასაც. ჰო, კიდევ ყვავილებს ვტოვებ, 23 ცალ შვილს… ჩანთას ვალაგებ და მივდივარ.

სომხეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, მიანმარი, ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, ინდონეზია – მანტრასავით ვიმეორებთ ბოლო დღეებია.
და ვართ დიდ სამზადისში რეალითი შოუს 4 მონაწილე,
და აქ შემოჰკრას ფანდრაიზინგის ზარმა!

ყველანაირი დახმარება და ხელის წაშველება გვინდა: სპონსორიან – თითო ადამიანისგან 2-3-5-10 ლარიანად…. იმიტომ, რომ ხელში გვიჭირავს მხოლოდ სამოგზაურო მოტივაცია, ზუსტი გეგმა და მცირე თანხა, რაც მხოლოდ წასასვლელად მომზადებაში შეიძლება დაიხარჯოს.

მოტივაცია ჩვენი დახმარების არის სხვადასხვა :
სპონსორებისთვის – რეკლამა, ორგანული მარკეტინგი მარიამ საჯაია – "დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ...მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის"😉
მომავალი მოგზაურებისთვის – უზუსტესი travel guide, რომ თუკი ოდესმე მთელი ამ გზის, ნაწილის თუ მონაკვეთის გავლა ენდომება, სახელმძღვანელო ექნება;
არ-და-ვერ მოგზაურებისთვის – ვისაც უბრალოდ სურვილი არ აქვს თვითონ გადახდეს თავს ან ფიქრობს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ აინტერესებს რეალური თავგადასავლების შორიდან დაკვირვება
ან მეგობარი ხარ, არა-მეგობარი ხარ, კეთილისმყოფელი ხარ, სხვისი გახარება გინდა…

გვჭირდება ყველაფერი, ანუ რამე, რაც შეგიძლია – anything can help… 5 ლარი, ფანარი, ფანდრაიზინგ წვეულების მოწყობა, კარავი, ინტერნეტი…
მართლა 5-10 ლარიც გვშველის – აი რომ ავიღოთ ჩემი ბოლო ფოტოს დამლაიქებლების რაოდენობაზე გამრავლებული მარიამ საჯაია – "დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ...მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის"?
ამ ამბის გაზიარება, ხმის გაგდება და ინფოს გავრცელებაც დიდი მადლია მარიამ საჯაია – "დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ...მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის"?მარიამ საჯაია – "დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ...მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის"?
TBC:
GE52TB7229345063600006

BOG:
GE52BG0000000914492400
მიმღები (ოფიციალურად) მარიამ საჯაია (არაოფიციალურად – ჩვენ ოთხი)
wish us good luck with your help

ემოციურ ნაწილზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ფიქრებზე არ დაგასპოილერებთ და ცალკე, შესაბამის პოსტში მოგახსენებთ მარიამ საჯაია – "დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ...მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის"?მარიამ საჯაია – "დავტოვე სამსახური, ვტოვებ შვილს და მივდივარ...მზად ვართ ერთმანეთის დაჭმისთვის"?