დაჭრილი გიზო ბოჭორიშვილი ვარშავის საავადმყოფოსთან დატოვეს და მიიმალნენ – დანაშაულის ახალი დეტალები

დაჭრილი გიზო ბოჭორიშვილი ვარშავის საავადმყოფოსთან დატოვეს და მიიმალნენ - დანაშაულის ახალი დეტალებიპოლონელი სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქის, ზუგდიდელი გიზო ბოჭორიშვილის,  მკვლელობას იძიებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი, რომლესაც ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული, ვარშავის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან უცნობმა პირებმა დატოვეს და ადგილიდან მანქანით მიიმალნენ. საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაღუპულს თან ჰქონდა.

“კურიერის” ინფორმაციით, გიზო ბოჭორიშვილი პოლონეთში უკრაინიდან ერთი კვირის წინ წავიდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ქართველია სავარაუდო მკვლელიც.

გავრცელებული ცნობით მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, ეჭვმიტანილი დაღუპულს ღამით მიეპარა და ის მძინარე მოკლა. მომხდარის საქმის კურსშია პოლონეთში საქართველოს საკონსულო.