ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 75 წლის მამაკაცს 24 წიგნის წაკითხვა მიესაჯა

ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 75 წლის მამაკაცს 24 წიგნის წაკითხვა მიესაჯათურქეთის სასამართლომ ქვეყნის მეთაურის ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 75 წლის მამაკაცი დამნაშავედ სცნო და მას 24 წიგნის წაკითხვა მიესაჯა.

თურქული მედიის ცნობით, ალი შაჰინს ბრალად ედება, სტამბოლის ერთ-ერთ კაფეში ყოფნის დროს, პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, თუმცა 75 წლის მამაკაცი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის ცილისწამების მსხვერპლი გახდა.
თურქეთის სასამართლო ალი შაჰინს მას შემდეგ გაათავსუფლებს, რაც ის 24 წიგნის წაკითხვას დაასწულებს. წიგნების ჩამონათვალში შედის თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებლის ქემალ ათათურქის სიტყვით გამოსვლის კრებული, ამჟამინდელი პრეზიდენტის ერდოღანის ბიოგრაფია, 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული წიგნი, ასევე რელიგიური და ისტორიული ლიტერატურა/
შაჰინის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩვრების მიმზნით უკვე შეიტანა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა 75 წლის შაჰინმა წიგნების წაკითხვა უკვე დაიწყო.

ნიუპოსტი