გიორგი ქობულია თიბისის წინააღმდეგ – ”აქ არის სერიოზული ბრალდება, დამყარებული ფაქტებზე”

გიორგი ქობულია თიბისის წინააღმდეგ - ”აქ არის სერიოზული ბრალდება, დამყარებული ფაქტებზე”ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „თიბისი ბანკის“ სიტუაცია და ანაკლიის პორტის დაფინანსება ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის. მინისტრის თქმით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესები ანაკლიის პროექტზე უარყოფითად არ აისახება:

„ვიმედოვნებ, ეს ხმაური ჩაცხრება და დამთავრდება იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოვლენები ზოგადად ჩვენს ეკონომიკაზე და ქვეყანაზე არ აისახება პოზიტიურად. „თიბისის“ ბიზნესმენთა ჯგუფი წამყვანი ჯგუფია საქართველოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დამთავრდება და ყველაფერი კარგად იქნება.

მე რაც ვიცი და რაც წავიკითხე ამის შესახებ, აქ არის რეალურად სერიოზული ბრალდება, დამყარებული ფაქტებზე და ჩვენ ამის უგულვებელყოფა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. აქ არ არის ლაპარაკი მარტო პოლიტიკურ განვითარებაზე. აქ არის კონკრეტული ფაქტები და ბრალდება არის სერიოზული,“ – განმარტა მინისტრმა.