შსს – ”ობიექტის კერძო დაცვის თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”

შსს - ”ობიექტის კერძო დაცვის თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მოსკოვის გამზირზე პოლიციელებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თავად დაზარალებული ყვება, რომ მას თავს ორი სამართალდამცველი დაესხა, რომლებმაც მას ჯერ თავის არეში მუშტი ჩაარტყეს, შემდეგ კი მის წინააღმდეგ მათრახი გამოიყენეს.

ფაქტის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განმარტავენ, რომ მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ქურდობის ფაქტი მოხდა, რაც იქვე მდებარე კერძო დაცვის თანამშრომლებმა შენიშნეს.

გაირკვა, რომ მიმალვისას კერძო დაცვის თანამშრომლებმა ახალგაზრდას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყეს, ხოლო ცემის ფაქტზე – 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.