“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, თამარაშვილზე 5 თებერვალს სროლის შედეგად დაჭრილები 43 წლის ლევან კეშელავა და 49 წლის რამაზ ცატავა არიან.
დაჭრილები ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ორივეს ოპერაცია უტარდება. როგორც “პრაიმტაიმს” კლინიკაში უთხრეს, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი გადაყვანილია სტაციონარში. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

