თემურ შაშიაშვილი – “ბედნიერი ვარ, ეკა ხერხეულიძე და მისი მსგავსნი რომ მაძაგებენ”

თემურ შაშიაშვილი - "ბედნიერი ვარ, ეკა ხერხეულიძე და მისი მსგავსნი რომ მაძაგებენ"თემურ შაშიაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“პასუხი გონებადაკარგულ მიშისტებს,რომელთაც ჩემი ლანძღვა-გინეჰით გაავსეს ფბ ის საკუთარი გვერდები.ამ საქმეში ეკა ხერხეულიძე პირველობს.

ბედნიერი ვარ ეს ქალბატონი და მისი მსგავსნი რომ მაძაგებენ.უბედურება იქნებოდა მათგან ჩემი ქება.

როგორ მეცოდებით…მიშა სააკაშვილის მომხრე,რომ მაკრიტიკებს ,ეს ბედნიერებაა ჩემთვის.საქართველოს ბედნიერება კი იქნება ქართული პოლიტიკა სააკაშვილისა და ივანიშვილის გარეშე.

ვერც კი აცნობიერებთ რას წერთ და რა ენით წერთ. თუ ასეთი ცუდი ვარ,რამ შეგაშინათ 500 კაცი…ჯერ თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკი მოიკუთხეთ,80 წლის მაკეინს ეთაყვანებოდით და საქართველოში 60 და 65 წლის კაცი აღარ გინდათ ცოცხალი იყოს.

კგბ მიშა სააკაშვილთან და გრიგოლ ვადაძესთან მოიკითხეთ.კგბ ს გენერალ გენერალოვის ხელის ბიჭი ნაყოფია გაფინანსებთ და სხვებზე ლაპარაკობთ.

თქვენი მიშა დამიჯდეს დებატებში და თქვენ ფაქტებით დაინახავთ ვინ არის ის და ვის ემსახურება.

მლანძღეთ რამდენიც გინდათ.თქვენი ენით არ დაგელაპარაკებით.

სიკეთე გქონდეთ!”