წელს KTW ჯგუფი ღვინის გაყიდვების 20%-იან ზრდას გეგმავს

წელს KTW ჯგუფი ღვინის გაყიდვების 20%-იან ზრდას გეგმავს2019 წელს ღვინის კომპანია KTW ჯგუფი გაყიდვებიდან 19 მლნ ლარამდე შემოსავლის მიღებას ვარაუდობს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

ამასთან, კომპანია მომავალ წელს ვენახების გაშენების მიმართულებით აქტიურ მუშაობას, კერძოდ, ახალი არეალების ათვისებას აპირებს. ჩხაიძის თქმით, ეს პროცესი მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

“2019 წელი ჩვენთვის დაგეგმილია დაახლოებით, 20%-იანი ზრდით. ჩვენ შარშანდელი წელი გაყიდვების 15–მილიონიანი ერთეულით დავასრულეთ და წელს დაახლოებით, 18-19 მილიონის ფარგლებში ვფიქრობთ, ვინაიდან ჩვენ გავაკეთეთ ინვესტიცია ჩვენს ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში. ეს არის შატომანავი, ავაშენეთ წარმოების ახალი არეალი კონკრეტულად ამ ობიექტზე 6-7 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ინვესტიციის 80% უკვე დასრულებულია და დაახლოებით, 1 თვეში ორ ახალ ხაზს დავაყენებთ”, – ამბობს KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე.