კამჩატკაზე აფეთქდა მეტეორიტი, რომლის სიმძლავრე ატომური ბომბისას 10-ჯერ აღემატებოდა

2018 წლის 18 დეკემბერს კამჩატკის ნაპირებთან აფეთქდა მეტეორიტი. აფეთქების ძალამ 173 კილოტონას მიაღწია.

ამის შესახებ სულ ცოტა ხნის განაცხადა ნასამ.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს აფეთქება სიმძლავრით მეორეა და ჩამორჩება მხოლოდ 6 წლის წინ ჩელიაბინსკის თავზე მომხდარ აფეთქებას.

აფეთქება კამჩატკაზე მაშინვე ვერ შეამჩნიეს, რადგან ის ბერინგის ზღვის თავზე მოხდა.

აფეთქების სიმძლავრე 10-ჯერ აღემატება ხიროსიმაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრეს.

ნასას სპეციალისტმა ლინდლი ჯონსონმა განაცხადა, რომ ასეთი მასშტაბის აფეთქებები 100 წელიწადში 2-3-ჯერ ხდება.

18 დეკემბერს, ადგილობრივი დროით შუადღეზე, მეტეორიტი დედამიწის ატმოსფეროში 32 კმ/წმ-ის სიჩქარით შემოიჭრა. მისი ზომა რამდენიმე მეტრს შეადგენდა. ის დედამიწის ზედაპირიდან 25,6 კმ-ის სიმაღლეზე აფეთქდა.

აფეთქება სამხედრო თანამგზავრებმა შეამჩნიეს. ნასამ ინფორმაცია აფეთქების შესახებ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ზალებისგან მიიღო.

ლინდლი ჯონსონი ამბობს, რომ აფეთქება საერთაშორისო აეროხაზების სიახლოვეს მოხდა და არ არის გამორიცხული, რომელიმე თვითმფრინავის პილოტს ის შეემჩნია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი