”ნიკორაზე” თავდასხმისთვის ზუგდიდში 3 პირი დააკავეს

”ნიკორაზე” თავდასხმისთვის ზუგდიდში 3 პირი დააკავესფიზიკური დაპირისპირება  ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ხულიგნობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ „ნიკორას“ ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველს, კონსულტანტსა და დაცვის თანამშრომელს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი დაესხა.

შემთხვევა საჯვაროს უბანში, სოხუმის ქუჩაზე 5 მარტს მოხდა. ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა მაღაზიის ინვენტარი და მსუბუქად დაშავდნენ თანამშრომლები, ორი მათგანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივე დაკავებულს 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რუსთავი 2