საქართველოში ბენზინი გაიაფდა

საქართველოში ბენზინი გაიაფდა. კერძოდ, თითქმის ყველა ბრენდირებულ ქსელში ბენზინის ფასი სამი თეთრით ნაკლებია.

“რომპეტროლში” ევრო რეგულარის ფასი 2.32 ლარია, „ლუკოილში“ ევრო რეგულარის ფასი 2.25 ლარამდე შემცირდა; „სოკარის“ ნანო ევრო რეგულარის ფასი 2.26 ლარია, „ვისოლის“ ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.35 ლარიდან 2.32 ლარამდე დაიწია.

ფასები არ შეცვლილა დიზელის საწვავზე.

იმედინიუსი