10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდასტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც მარტში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

კომბოსტო – 166%-ით;
ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი – 98.2%-ით;
მწვანილი – 70.4%-ით;
ხახვი – 60.6%-ით;
მსხალი – 41.3%-ით;
ბადრიჯანი – 40.1%-ით;
პომიდორი – 38.8%-ით;
კიტრი – 36.4%-ით;
წიწაკა – 32.0%-ით;
იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი – 30.1%-ით;
ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი – 29.6%-ით.