2018 წელს სავალუტო ჯიხურების ბრუნვა 9.2 მილიარდი ლარი იყო

2018 წელს სავალუტო ჯიხურების ბრუნვა 9.2 მილიარდი ლარი იყოსაქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 739 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ფუნქციონირებდა. მათგან 37,6 პროცენტი – თბილისში, 31.3 პროცენტი – აჭარაში, 8.9 პროცენტი – იმერეთში, 8.5 პროცენტი – ქვემო ქართლში, 3.9 პროცენტი – კახეთში, 3,2 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 3.7 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ 2018 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ 9,2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 53.1 პროცენტი აშშ დოლარზე, 16.7 პროცენტი ევროზე, ხოლო 30.2 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა 2018 წელს შეიძნეს 919 მლნ. აშშ დოლარი და 279,5 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 904 და 292,8 მილიონს.

2018 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 6,7 მლნ. კლიენტს მოემსახურნენ, საიდანაც 6,6 მლნ. ფიზიკური, ხოლო 20,7 ათასი – იურიდიული პირია.

იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 83.5 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 17.2 პროცენტი – უცხოელია.