დიდ დიღომში განათლების ქალაქი აშენდება

დიდ დიღომში განათლების ქალაქი აშენდებასაქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი – “ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, “ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება”.

უწყების ინფორმაციით, საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ტექნო პარკი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.

აღნიშნულ ქალაქში საჯარო სკოლების დეტალურად დაპროექტებისა და მშენებლობისთვის სახელმწიფო შესყიდვაში კომპანია “დაგიმ” გაიმარჯვა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 23 მილიონი ლარი იყო, კომპანიამ კი შემსყიდველს 19 812 734 ლარი შესთავაზა. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

პროექტის მიხედვით, 2 სასკოლო შენობა უნდა აშენდეს, რომელიც მოიცავს ღია სივრცეებს, კაფეს, სპორტულ დარბაზებს და ა.შ.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

ბიემჯი