ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბიზნეს გარემო „ცოტა აირია“.
ასე უპასუხა ბიზნესმენმა BM.ge-ის კითხვას – „მისთვის, როგორც ერთი რიგითი ბიზნესმენისთვის რამდენად პროგნოზირებადია საქართველოს ბიზნეს გარემო“.
„დღესდღეობით საკმაოდ (პროგნოზირებადია), მაგრამ თუ თქვენ ბოლო პერიოდში შექმნილ სიტუაციას გულისხმობთ, შეიძლება ცოტა აირია, მაგრამ იმედია დალაგდება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავალაგოთ“, – განაცხადა პაპაშვილმა.
კითხვაზე – მთავრობის ვალდებულებებს რაში ხედავთ ამ მიმართულებით, ბიზნესმენმა პასუხად თქვა, რომ დალაგება უფრო მეტად მთავრობის ვალდებულებაა.
„საკონტროლო პაკეტი მათია“, – აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.

