გუშინ საქართველოს პირველობის მატჩში ბათუმში ადგილობრივ დინამოსა და საბურთალოს შორის ნამდვილი თრილერი დატრიალდა.
შეხვედრა, რომელსაც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მასპინძლებმა რადიკალურად შემოატრიალეს, საბურთალოს 4 გოლი გაუტანეს და 4:2 მოუგეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმელი ქომაგების საოცარი აქტიურობა, რამაც შეხვედრას სერიოზული პეწი შესძინა.
თუ ის ატმოსფერო, რაც ბათუმის სტადიონზე იყო, საქართველოს პირველობის სხვა შეხვედრებზეც იქნება, საქართველოს ჩემპიონატი შეიძლება რაღაცას დაემსგავსოს.