ზუგდიდის მერის არჩევნები – შენგელია პირველზე გადავიდა და ჯგუშიას 2%-ით გადაასწრო

ზუგდიდის მერის არჩევნები - შენგელია პირველზე გადავიდა და ჯგუშიას 2%-ით გადაასწროლაივპრეს ჯი-ზე გრძელდება გამოკითხვა, რომლის მიზანია ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეიტინგების დადგენა.

27 აპრილის მდგომარეობით ლიდერობდა დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია 43%-ით.

მეორე ადგილზე იყო ”ოცნების’ კანდიდატი გიორგი შენგელია 34.7%-ით.

მესამე ადგილზე მყოფ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს მხარს 15,7% უჭერდა.

იმ დროისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 766 ადამიანს ჰქონდა მიღებული.

დღეისთვის ვითარება შეიცვალა.

3 მაისის დღის მეორე ნახევარში გამოკითხვაში 990 ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული.

პირველი ადგილზე გადაინაცვლა გიორგი შენგელიამ, რომელსაც მხარს 37,9% უჭერს.

მეორე ადგილზეა თენგიზ ჯგუშია – 35,9%.

მესამე ადგილს სანდრა რულოვსი იკავებს 19,2%-ით.

როგორც ხედავთ, შენგელიას და რულოვსის რეიტინგები მომატებულია, ჯგუშიასი კი – დაკლებული.

ზუგდიდის მერად თენგიზ ჯგუშია უნდათ – შენგელია მე-2 ადგილზეა, რულოვსი – მე-3-ზე