გიგა ბოკერია – ”ოქრუაშვილის პარტიასთან არასდროს ვითანამშრომლებთ”

გიგა ბოკერია - ”ოქრუაშვილის პარტიასთან არასდროს ვითანამშრომლებთ”გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, ოქრუაშვილის მიერ პარტიის შექმნა, მას მნიშვნელოვან მოვლენად არ მიაჩნია. ბოკერია აქცენტს წლების წინ ირაკლი ოქრუაშვილის რუსეთში გამართულ ვიზიტებზე ამახვილებს.

„პირველ რიგში, ოქრუაშვილის პარტიის შექმნა საერთოდ არ მიმაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად. რაც შეეხება თანამშრომლობას – არა! ჩვენ იმ პოლიტიკურ ლიდერებთან და ფიგურებთან, რომელიც მოსკოვში დადის ან კრემლის პროპაგანდაში მონაწილეობს ან სიძულვილს და ძალადობას ქადაგებს, არასდროს ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია დღეს გამართა.

იპნ