მამუკა ხაზარაძე უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით 10 ჩარტერულ რეისს დააფინანსებს

მამუკა ხაზარაძე უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით 10 ჩარტერულ რეისს დააფინანსებს“თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, „თიბისი ჰოლდინგის” სახელით დააფინანსოს „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით.
„მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“, – წერს  სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.