“აფეთქებამდე 15 წუთით ადრე ბიჭები კამათობდნენ’ – რა მოხდა ვარკეთილში

"აფეთქებამდე 15 წუთით ადრე ბიჭები კამათობდნენ' - რა მოხდა ვარკეთილშივარ­კე­თილ­ში, სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით თვითმხილ­ვე­ლე­ბი დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან.

რო­გორც ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან, ქუ­ჩა­ში, ის­მო­და კა­მა­თის ხმა, კა­მა­თი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ კი მოხ­და აფეთ­ქე­ბა.

“ქუ­ჩი­დან შე­მო­დი­ო­და ბი­ჭე­ბის კა­მა­თის ხმა, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ კი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გო­ნეთ. რო­დე­საც გა­მო­ვი­ხე­დე ჩოჩ­ქო­ლი იყო, ბი­ჭე­ბი იდ­გნე­ნენ და დაჭ­რი­ლებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. 3 დაჭ­რი­ლი­დან 2 უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და შემ­დეგ ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს,” – აცხა­დებს თვითმხილ­ვე­ლი ვე­რი­კო კუპ­რე­იშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვარ­კე­თილ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხელ­ყუმ­ბა­რა შე­აგ­დეს. შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლია სამი ადა­მი­ა­ნი.

შემ­თხვე­ვა წუ­ხელ მოხ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 19-109 მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის “ა” ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დოდ ჩამ­დე­ნი პირი და მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მის და­სა­კა­ვებ­ლად“, – აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბუ­ლებს, სა­მი­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მათ შო­რის ერთს წუ­ხელ­ვე სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ზე მძი­მედ და­შა­ვე­ბულს ჭრი­ლო­ბე­ბი ორი­ვე წვი­ვი­სა და მარ­ჯვე­ნა მტევ­ნის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და არა­მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბი, ნერ­ვე­ბი და კუნ­თე­ბი.

„პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია. მას აღე­ნიშ­ნე­ბო­და ლი­თო­ნის უცხო სხე­უ­ლე­ბი ჭრ­ლო­ბე­ბის არე­ში. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცი­ის სიმ­ძი­მეს, თუმ­ცა მას სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ქი­რურ­გმა.