ბანკები 1 დოლარს 3 ლარად ყიდიან, ბლუმბერგზე კურსი 2.95-ს გადასცდა

ბანკები 1 დოლარს 3 ლარად ყიდიან, ბლუმბერგზე კურსი 2.95-ს გადასცდალარის მასშტაბური გაუფასურება გრძელდება. კომერციული ბანკები ერთ დოლარს უკვე სამ ლარად ყიდიან. ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალზე კი კურსი ისევ მზარდია.

ამ დროისთვის ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.9513 ლარად ივაჭრება. არ არის გამორიცხული დღის ბოლომდე ეროვნულმა ვალუტამ ეს ფსიქოლოგიური ბარიერიც გადალახოს.

გააგრძელებს თუ არა ლარი ვარდნას და გადაცდება თუ არა სამიან ნიშნულს, სულ რამდენიმე საათში გაირკვევა.

კურსი დღის ბოლოს 17:00 საათზე გამოცხადდება.  მანამდე კი ბაზარზე პანიკაა. ბიზნესი უკვე აანონსებს საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასების მატებას.

რუსთავი 2