დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე ბევრ ადამიანს შესაძლოა საქართველოში აღარც ახსოვდეს. ის ერთ დროს საკმაოდ პოპულარული იყო უკრაინაში, სადაც გზის გაკვლევაში კახი კალაძის და ანუკი არეშიძის სახელი დაეხმარნენ. ბიჭოლა და ანუკი ერთად ქმნიდნენ სამოსს და უკრაინულ ბაზარზე დიდი წარმატებაც ჰქოდნათ. თუმცა, მოგვიანებით მათი გზები გაიყო და ბიჭოლა აღარც უკრაინულ ბაზარზე მუშაობს და საქართველოში საერთოდ არაფერს არ ქმნის.
დიზაინერს გუშინ 30 წელი შეუსრულდა. ბიჭოლამ დაბადების დღე მცხეთაში გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი სახე დაპატიჟა. ყველა მათგანი წვეულებაზე თეთრი სამოსით იყო წარმოდგენილი.
ამბები