რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილს შეაქვს

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილს შეაქვსროგორც ”ახალი თაობისთვის” ცნობილი გახდა, ხვალ 11:00-ზე საქალაქო სასამართლოში  რუსთავი 2-თან საქმესთან დაკავშირებით სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილს შეაქვს.

შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ოფიციალურად გადაიფორმა.
ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.