“ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს” – ლარი დრამატულ გაუფასურებას განაგრძობს

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს" - ლარი დრამატულ გაუფასურებას განაგრძობს„რეკორდულად გაუფასურებული ლარი – ბიზნესმენთა ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„გამოვიდნენ და კონკრეტულად ახსნან, თუ რა ხდება. თუ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გუნდის ბრალი, გამოვიდეს, ეყოს იმის თავი ეროვნული ბანკის მმართველს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი შესაბამისად არ მუშაობს და ამიტომ ვართ ამ დღეში. რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე ამის გადაბრალება, ვთვლი, რომ არის აბსურდი.

ქვეყნის ეკონომიკას ვინც ქმნის, ის ბიზნესმენები და ის ბიზნესი არის მძიმე მდგომარეობაში. ძალიან გაუჭირდებათ ამ კურსით ოპერირების გაგრძელება. ყველაზე მინიმუმ, თუ სამოქმედო გეგმა არ არსებობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს,“ – განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ.

ნიუპოსტი