ირაკლი ოქრუაშვილი ”ვანოს შოუდან” გამოსვლის შემდეგ დააკავეს – ვიდეო

ირაკლი ოქრუაშვილი ”ვანოს შოუდან” გამოსვლის შემდეგ დააკავეს - ვიდეო„აი, ვისია „რუსთავი 2“ – ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა დაკავების წინ “რუსთავი 2-ში” გააკეთა.

ის გადაცემა “ვანოს შოუში” სტუმრად იმყოფებოდა, საიდანაც წასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა აიყვანეს. გადაცემა ეთერში ხვალ უნდა გავიდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

რუსთავი 2