კალაძე – “1 ბილეთით ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით იმგზავრებთ”

თბილისის მერია ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მგზავრობა შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი და მიკროავტობუსით – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახი კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

“იქნება ერთიანი სისტემა, ანუ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო, როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი