“ლიბერთი ბანკის” საყურადღებოდ!
ჩემი ოჯახის სამი მოხუცის საპენსიო პლასტიკურ ბარათს პინკოდის ვადა გაუვიდა. დავრეკე ბანკში და მითხრეს- როგორაც არ უნდა იყვნენ ბანკის ნებისმიერ ფილიალში უნდა მოიყვანოთ და პინკოდის განახლება მხოლოდ ასე მოხდებაო, რის ვაი-ვაგლახით მივედით დიღმის მასივის ერთ -ერთ ფილიალში დინამოს ბაზის მოპირდაპირე მხარეს, სადაც თურმე პინკოდების განახლება არ ხდება და რობაქიძის გამზირზე გაგვგზავნეს. ფილიალის მენეჯერი ვიკითხე და შესვენებაზეა და დაელოდეთო, მე კი დაველოდებოდი, მაგრამ მოხუცებს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს ლოდინის საშუალებას. მერე ოპერატორ გოგონას ვთხოვე იქვე, კარებთან მდგარ მანქანამდე მიმყოლოდა, რომ დედას მაინც მოეხერხებინა მანქანის სალონში ხელი მოეწერა ამ ჯადოსნური პინკოდის შეცვლაზე. -გარეთ გასვლის უფლება არა გვაქვსო, მითხრა თვალებფახულა გოგომ, რა მექნა, ლამის ნაწილ-ნაწილ გადმოვიყვანე დედა მანქანიდან – ხან დავაწვინე, დან დავაჯინე, ხან ფეხი ვატკინე ხან ხელი და ისე გაწვალდა, რომ იძახდა, არ მინდა ეგ პენსია,ოღონდ სახლში წამიყვანე, თან იმას დარდობდა, კაბა არ მაცვია, ასე სად მივიდეო… დედამთილი კი საწოლშია და მხოლოდ მომავალ თვეში მიიღებს ორი თვის პენსიას ერთად, არაფერი დაეკარგებაო-დამამშვიდეს “ლიბერთელებმა”, კაცმა არ იცის ამ თვეში რატომ ვერ უზრუნველყოფენ მოტანას…ეს ბანკი და ოხრობა და ჯანდაბა, ხო ადამიანებისთვისაცაა და რატომ არ შეიძლება უფრო მორგებული სერვისები შესთავაზოთ პენსიონერებს, ადამიანებს უფრო მიემარჯვოთ, ცხოვრება შეუმსუბუქოთ… თუ იმას იტყვით, რომ განცხადება დაწერეთ და სახლში მოგიტანენ კუთვნილ პენსიასო, წინასწარ ვერ გავთვლით მომავალ თვეში ჯანმრთელობის რა მდგომარეობა ექნებათ მოხუცებს, მოკლედ, “ლიბერთი ბანკი” დღეს იყავი საზიზღარი და მაზოხისტი! იმედია მიხვდები, როგორ უნდა მოიქცე მომავალში!!!” – წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე.
პროგრესნიუსი