რუსთაველი წყვილი ტყეში კარავში ცხოვრობს – ვიდეო

შუაგულ ქალაქში წყვილმა ცივილიზაცია მიატოვა და ტყეში ცხოვრება გადაწყვიტა.

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დასახლებულ პუნქტთან არც თუ ისე შორს, ანუ ჩვენთან, კორპუსებისა და კერძო სახლების მაცხოვრებლებთან ახლოს, მტკვრის სანაპიროზე არსებულ ტყეში ახალგაზრდა, რუსთაველი წყვილი ცხოვრობს.

“ინფო რუსთავი” მითითებულ ტერიტორიაზე მივიდა და საინტერესო ფაქტს წააწყდა.

შემოღობილ ნაკვეთი და კარავი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველდღიური მოხმარების საგნები, ასევე შინაური ცხოველები და ფრინველები.

საცხოვრებელში თავდაპირველად არავინ იმყოფებოდა, თუმცა “ტყის ბინადრებმა” თავიანთ უჩვეულო სახლს დაბინდებისთანავე მოაკითხეს.

როგორც რუსთაველმა ახალგაზრდებმა  საინფორმაციო სააგენტოს უამბეს, მათ ბუნება და მიწაზე შრომა უყვართ, სწორედ ამიტომ აირჩიეს ქალაქში ცხოვრების განსხვავებული წესი. 23 წლის მამაკაცის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა სურვილი მსგავსი საცხოვრებელი, მსგავს გარემოში მოეწყო და სამომავლოდ იმ ადგილთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს.

ინფორუსთავი

დატოვეთ თქვენი კომენტარი