თემქაზე ხინკლის ფორმის კაფე არ აშენდება – კობა მოდრეკილაძეს უარი უთხრეს

თემქაზე ხინკლის ფორმის კაფე არ აშენდება - კობა მოდრეკილაძეს უარი უთხრესინვესტორი კობა მოდრეკილაძე თემქაზე ხინკლის ფორმის კაფეს აშენებას აპირებდა, თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახურმა იდეის განხორციელებაზე ავტორს უარი პროექტის განუხილველად უთხრა.

საქმე ისაა, რომ ამ ტერიტორიაზე დამუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც კაფეს ფუნქციას არ მოიცავს.

„ამ ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია, დაახლოებით, 45 ერთეული საცხოვრებელი სახლი და ასევე, შემდეგი ობიექტები: ღია ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო ბაღი, კომერციული დანიშნულების მცირე ობიექტები – პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია, სურსათი, აფთიაქი. ზემოაღნიშნულთაგან არცერთი არ შეესაბამება წარმოდგენილ ესკიზს ფუნქციით. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს წარმოდგენილ ესკიზზე,” – ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის მიერ ინვესტორისთვის გაგზავნილ ოფიციალურ პასუხში.

ბიპიენი