ცოლ-ქმარი გოგონას 10 წელი სისტემატურად აუპატიურებდა

ცოლ-ქმარი გოგონას 10 წელი სისტემატურად აუპატიურებდაუცხოური მედიის ინფორმაციით, ინდოელ წყვილს, რომელიც 65 წელს გადაცილებულია, ადამიანების უკანონო ვაჭრობაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და არასწრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ედება ბრალი.ილიას აშარი 83 წლისაა, მეუღლე კი 66-ს. ამასთან, გამოძიების დროს ცნობილი გახდა, რომ ცოლ-ქმრის კანონდამრღვევ ქმედებებში, მათი 24 წლის ქალიშვილიც მონაწილეობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ცოლ-ქმარმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. ობოლი გოგონა, რომელიც 10 წლის ასაკში წყვილმა პაკისტანიდან წამოიყვანა, ტყვედ იქცია.

ბნელ ოთახში, საპირფარეშოსა და აბაზანის გარეშე ცხოვრება, გოგონას 10 წლის განმავლობაში მოუწია. ამასთან, მას არ ჰქონდა საწოლი, რის გამოც ბეტონის ფილაზე უწევდა ღამის გათენება. არაადამიანური მოპყრობის გარდა, გამოძიებით დადგინდა, რომ წყვილი გოგონას 10 წლის განმავლობაში სისტემატიურად აუპატიურებდა.

გაუპატიურებასთან ერთად, არასწრულწლოვანს აიძულებდნენ დაელაგებინა სახლი, გაემზადებინა საჭმელი და გაერეცხა ავტომობილები. ამის სანაცვლოდ გოგონა, დღეში მინიმალური კვების რაციონს იღებდა.

გოგონამ, რომელიც 10 წლიდან ტყვედ იმყოფება, არც წერა კითხვა იცის, და არც სკოლაში უვლია.

ამასთან ერთად, მოხუცი ცოლქმარი გოგონას სახელზე სოციალურ დახმარებასაც იღებდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევში, ხანდაზმულ წყვილსა და მისი 24 წლის ქალიშვილს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

ნიუპოსტი