ალმაზბეკ ატამბაევი სპეცრაზმს ჩაბარდა

ალმაზბეკ ატამბაევი სპეცრაზმს ჩაბარდაგუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების შესახებ, რომელიც მცდარი გამოდგა – შტურმი მის ადგილსამყოფელზე ნამდვილად განხორციელდა, მაგრამ გუშინ მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

დღეს ყირგიზეთი ხელისუფლებამ შეტევა განაახლა. 200-მდე ძალოვანმა  ბიშკეკის მახლობლად მდებარე სახლში  შეჭრა სცადა. ალმაზბეკ ატამბაევის შტაბის წევრების ინფორმაციით, მათ წინააღმდეგობას ატამბაევის მხარდამჭერები უწევდნენ.

სპეცრაზმმა რეზიდენციაში შეჭრა მოახერხა, რის შემდეგაც ატამბაევი მათ ჩაბარდა.

ყოფილი ლიდერის დაკავების სპეცოპერაცია ყირგიზეთში გუშინ საღამოს დაიწყო. სპეცრაზმელებმა შეტევა ატამბაევის რეზიდენციაზე ორჯერ მიიტანეს, თუმცა მისი დაკავება ვერ შეძლეს. შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

არეულობის შემდეგ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 6 მუხლით აღძრა.