ამერიკელი მილიარდერი ჯეფრი ეპსტეინი მანჰეტენის ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ამერიკელი მილიარდერი ჯეფრი ეპსტეინი მანჰეტენის ციხეში ჩამომხრჩვალი იპოვესამერიკელმა მილიარდერმა, ფინანსისტმა ჯეფრი ეპსტეინმა, რომელსაც ბრალად ედებოდა სექსუალური ხასიათის დანაშაულები, თავი მოიკლა.

ეს დღეს, 10 აგვისტოს, დილით მოხდა.

მილიარდერმა თავი მანჰეტენის ციხეში მოიკლა – მან თავი ჩამოიხრჩო.

მისი ცხედარი დილას, ნიუ იორკის დროით 6:30-ზე იპოვეს.

66 წლის ეპსტეინმა თავის მოკვლა ადრეც სცადა. 23 ივლისს ის მანჰეტენის ციხეში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ყელზე თვითდაზიანების ნიშნებით. მაშინ მისი გადარჩენა მოხერხდა, რის შემდეგაც ეპსტეინს, როგორც პოტენციურ თვითმკვლელს, სპეციალური მეთვალყურეობა დაუნიშნეს.

10 აგვისტოს ის ამ მეთვალყურეობის გარეშე დარჩა და თავი მოიკლა.

ინციდენტს გფბ იძიებს.

ეპსტეინი ივლისში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა 2000-იანი წლების დასაწყისში გოგონების სექსმომსახურებით ვაჭრობა ნიუ იორკსა და ფლორიდაში.

ეპსტეინი ყველა ბრალდებას უარყოფდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 45 წლიანი პატიმრობა ელოდა.

ამერიკელ მულტიმილიარდერ ჯეფრი ეპსტეინს მოწმეების მოსყიდვასაც აბრალებენ