ამერიკული კომპანია საქართველოსგან 3,5 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

ამერიკული კომპანია საქართველოსგან 3,5 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვსამერიკული კომპანია ”ფრონტერა” საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს:

„რამდენიმე წლის წინ დავწერე, თანაც არაერთხელ და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს კომპანია ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა კახეთში თითქოსდა გიგანტური გაზისა და ნაბთობის მარაგების არსებობის შესახებ, ამ თაღლითური გზით ბერავდა საფონდო ბირჟაზე აქციების ფასებს, მოტყუებით შოულობდა გარკვეული ოდენობის თანხას და თითქმის ოცი წელია კახეთში ნავთობისა და გაზის მოპოვების იმიტაციას ეწეოდა. სინამდვილეში არაფერს აკეთებდა და გამუდმებით არღვევდა საქართველოს მთავრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. ერთი-ორჯერ ამერიკელი კონგრესმენებიც კი აალაპარაკა საქართველოში მისი ბიზნესის შევიწროების შესახებ.

ეს პარაზიტი კომპანია ჯერ საკუთარ აქციონერების მოტყუებით შოულობდა ფულს, ახლა საქართველოს სახელმწიფოს უნდა რომ გამოსძალოს. არავითარი გაზისა და ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგი კახეთში არ არის. ეს დიდი ხანია დამტკიცებულია და ნურც ჩვენ მივეცემით ილუზიებს და ნურც თაღლითებს მივცემთ ამით სპეკულურების უფლებას,“- წერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.