გალერია თბილისი ისევ პარალიზებულია _ თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ

გალერია თბილისი ისევ პარალიზებულია _ თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენხანძრის შემდეგ, „გალერია თბილისი“ ამ დრომდე პარალიზებულია. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები დილიდან შენობასთან არის შეკრებილები, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად „გალერეა თბილისის“ ადმინისტრაცია ადგილზე სპეციალისტების მისვლას ელოდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია როდის განაახლებს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ გალერია თბილისში“ გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ერთ-ერთ გამწოვს მოედო, რის შემდეგაც კვამლი მთლიან შენობაში გავრცელდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა.  მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.