მესამე სროლა აშშ-ში – ჩიკაგოში მანქანიდან 7 ადამიანი დაჭრეს

მესამე სროლა აშშ-ში - ჩიკაგოში მანქანიდან 7 ადამიანი დაჭრესაშშ-ში ბოლო 24 საათში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლი უკვე მესამედ გახსნეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩიკაგოში მოქალაქეებს ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნეს. დაჭრილია 7 ადამიანი, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსროლელი ჯერ არ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ოჰაიოს შტატში, დეიტონში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი.

მანამდე, 3 აგვისტოს ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში 20 ადამიანი მოკლეს.

იპნ