რატომ გარდაიცვალა ცხვირის ძგიდის საოპერაციოდ შეყვანილი ირაკლი კობიაშვილი – ოჯახი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკას ადანაშაულებს

რატომ გარდაიცვალა ცხვირის ძგიდის საოპერაციოდ შეყვანილი ირაკლი კობიაშვილი - ოჯახი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკას ადანაშაულებსაპრილის დასაწყისში ცხვირის ძგიდის საოპერაციოდ შეყვანილი 40 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანესთეზიიდან რამდენიმე წუთში კრიტიკულად დამძიმდა. ირაკლი კობიაშვილს ტვინის შეშუპება დაეწყო და გული გაუჩერდა.

10 დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო, საბოლოოდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

კობიაშვილის მეუღლე მომხდარში ხუჯაძე-გოგნიაშვილის ყელ-ყურ ცხვირის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. ნინო გოგინაშვილი ამბობს, რომ გართულებების თაობაზე არ გააფრთხილეს და ოპერაციის დაწყებამდე მამაკაცს ანესთეზიის მედიკამენტზე სინჯი არ გაუკეთეს.

ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტით, სინჯის გაკეთება რეკომენდებული არ არის.

უნდა გაკეთებულიყო თუ არა მედიკამენტებზე სატესტო სინჯი ოპერაციამდე, ამ საკითხს ახლა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე უნდა გაარკვიოს, რატომ დასჭირდა კლინიკას 4 საათი იმისათვის, რომ მძიმე პაციენტი ერთი სართულით ქვემოთ რეანიმაციულ ბლოკში გადაეყვანათ.

იყო თუ არა ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექიმთა გულგრილობა, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

ირაკლი კობიაშვილი ძგიდის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა – მიხეილ ხუჯაძე კომენტარს არ აკეთებს