ბექა მინდორაშვილი – “პოლიციაში ფეხებით დამკიდეს და ამიტომ ვთქვი, რომ ვანო მახარაშვილი მე მოვკალი”

ბექა მინდორაშვილი - "პოლიციაში ფეხებით დამკიდეს და ამიტომ ვთქვი, რომ ვანო მახარაშვილი მე მოვკალი"გურჯაანის პოლიცია მორიგ სკანდალში ეხვევა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელსაც “მთავარი” ასაჯაროებს, დგინდება, რომ 16 წლის არასრულწლოვანი, რომელიც პოლიციამ 34 წლის მამაკაცის, ვანო მახარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეა, აწამეს და აიძულეს დანაშაული ეღიარებინა.

არასრულწლოვანი ამბობს, რომ მას პოლიციელებმა ცემის შედეგად დააწერინეს, რომ მკვლელობის შემდეგ მან ცხედარი დაანაწევრა და მდინარეში გადაყარა.

საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მამაკაცი, რომლის მკვლელობის ბრალდებით ბექა მინდორაშვილი დააკავეს, ცოცხალი იყო და სახლში მთიდან დაბრუნდა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბექა მინდორაშვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. მინდორაშვილის თქმით, პოლიციელი მას მდინარეში დახრჩობითაც ემუქრებოდა. ბიჭის მონაყოლის თანახმად მას პოლიციელები მაშინაც გაუსწორდნენ, როცა აიყვანეს.

ბიჭი ამბობს, რომ არჩადენბილი მკვლელობა არაადამიანური მობყრობის შემდეგ მიიღო. მინდორაშვილის თქმით, ბოლოს ის გურჯაანის პოლიციის შენობაზე ფეხით დაკიდეს.

“ერთი პოლიციელი მცემდა, მეორემ კი თოფი გადატენა და მომადო. მეუბნებოდნენ, ახლავე თქვი, გვამი სად ჩააგდეო. ვტიროდი და ვეუბნებოდი, რომ არავინ მომიკლავს. თუმცა ორი პოლიციელი ჩემს ცემას აგრძელებდა. მეუბნებოდნენ, თქვი, რომ შენთან მოდიოდა, შენ კი მოკალიო.

ჩამავლეს ხელი და არხში მახრჩობდნენ. სიკვდილს ტყუილის თქმა ვარჩიე – ვთქვი, რომ მე მოვკალი და არხში გადავაგდე-თქო. მესამე სართულის ფანჯარაზე გადამკიდეს და მაგდებდნენ. 2 მკლავდა, არავინ გამოსულა პოლიციელი, ეტყობა, პირი ჰქონდათ შეკრული”- აცხადებს დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

ნიუპოსტი

ვანო მახარაშვილი, რომელიც მოკლული ეგონათ, პოლიციამ ფერმაში ცოცხალი იპოვა