დავით თეთრუაშვილი ოჯახის წევრებმა მდინარის პირას გარდაცვლილი იპოვეს

დავით თეთრუაშვილი ოჯახის წევრებმა მდინარის პირას გარდაცვლილი იპოვესთეთრიწყაროს რაიონში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

სოფელ ჯორჯიაშვილში მცხოვრები დავით თეთრუაშვილი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი საკუთარი ნაკვეთის სიახლოვეს მდინარის პირას გუშინ საღამოს ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით ის მდინარე ალგეთზე დენით თევზაობდა როდესაც მას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. მას 3 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

თუმცა სოფელ ჯორჯიაშვილში მერის წარმომადგენელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ საქმეზე ჭეშმარიტებას გამოძიება დაადგენს.

გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული და სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

„მშრომელი ბიჭი იყო სამი მცირეწლოვანი დარჩა, დილას როგორც ყველა სამუშაოდ ნაკვეთში წავიდა, რომ აღარ გამოჩნდა ოჯახი მის საძებნელად წავიდა და მდინარის პირას გარდაცვლილი ნახეს, დათო გუშინ იუბილარი იყო და საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდა, თუმცა არ დასცალდა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ მერის წარმომადგენელი მალხაზ ბეგიაშვილი.

შსს-ში ფაქტს ადასტურებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი