გოგა წურწუმია – “ჩემი ძმა მიყვარს და მეყვარება, თავს არ დავიცავ”

გოგა წურწუმია - "ჩემი ძმა მიყვარს და მეყვარება, თავს არ დავიცავ"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ, ძმის მკვლელობაში ბრალდებულს, 1983 წ. დაბადებულ გოგა წურწუმიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომდგომლობა.

“მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. ისეთ რაღაცას შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება. თავს არ დავიცავ,”- აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე და უფლებადამცველის ყოლაზე უარი განაცხადა.

28 სექტემბერს, გ.წ – მ ძმას 1985 წ. რ. წ. – ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.

მკვლელობა წურწუმიებში – ძმამ შვილის საფლავზე გერმანიიდან ჩამოსული ძმა მოკლა