მე-6 კლასელი გოგონა – “მასწავლებელს ვუთვალთვალებდი, მაგრამ კიბიდან არ დამიგორებია”

მე-6 კლასელი გოგონა - "მასწავლებელს ვუთვალთვალებდი, მაგრამ კიბიდან არ დამიგორებია"რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის დედა აცხადებს, რომ მასწავლებელი, რომელიც მის შვილს კიბიდან დაგორებაში სდებს ბრალს, ცრუობს.

როგორც მე-6 კლასელის დედა აცხადებს, არსენ დემეტრაშვილი და მშობელი მის შვილს ცილს სწამებენ. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლის უკონტროლო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს, ასევე მშობლის ბრალდებაზე, გოგონას მხრიდან მოსწავლეებისთვის ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით.

როგორც მე-6 კლასელის დედა აცხადებს, ცილისწამებისთვის ის სასამართლოში დავას აპირებს.

მუსიკის პედაგოგის, ნანა წიქარიშვილის ბრალდებებს ნაწილობრივ აღიარებს თავად მე-6 კლასის მოსწავლე. გოგონა ადასტურებს, რომ პედაგოგს ნამდვილად უთვალთვალებდა, თუმცა მასწავლებელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს “ინფო რუსთავმა” გაავრცელა ინფორმაცია, #5 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მუსიკის პედაგოგი ტვინის შერყევით კლინიკაში მოათავსეს. ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გოგონა მას უთვალთვალებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და დასცინოდა.

ნიუპოსტი

რუსთავში მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასელმა გოგონამ კიბიდან დააგორა – ვიდეო