ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ “ნიუპოსტმა” ახალი დეტალები გაარკვია.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაცვლილმა დედის შეურაცხყოფის გამო ძმას შენიშვნა მისცა. აღნიშნული ფაქტი მათ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
ამის შემდეგ ერთმა ძმამ მეორე წაიყვანა თავის შვილის საფლავზე, სადაც მკვლელობა მოხდა.
მკვლელობა ჩადენილია ცივი იარაღით, გარდაცვლილი დაჭრილია ფილტვში და დაიცალა სისხლისგან.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ძმები წურწუმიები ზუგდიდის ცენტრში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში კერძოდ კი სასტუმრო ოდიშში ცხოვრობდნენ.
სამართალდამცველებმა მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 36 წლის მამაკაცი.
გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ნიუპოსტი

