სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელი შეიწყალასალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი – ქვეყნის პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ფაქტს ადმინისტრაცია ამ დრომდე მალავდა. ოთხმეზურებმა ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მედიისგან გაიგეს.

ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მისი დაკავება საბოლოოდ მაინც მოხერხდა.
დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.

ასლან ბეჟანიძე 12 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას ბრალად ედებოდა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობა. საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიუპოსტი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძეს 9 წელი მიუსაჯა