ზესტაფონში დედისა და 2 შვილის გარდაცვალების მიზეზი წყლის გამათბობელია

ზესტაფონში დედისა და 2 შვილის გარდაცვალების მიზეზი წყლის გამათბობელიაზესტაფონში მომხდარი ტრაგედია – “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლების ინფორმაციით, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამათბობელი გახდა. ავთო კაკოჩაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ბინაში ნამწვი დაგროვდა.

გავრცელებული ცნობით, ოჯახს ბინა ნაქირავები ჰქონდა და საცხოვრებლად იქ რამდენიმე დღის წინ გადავიდა.

“სოკარი ჯორჯიას” წარმომადგენელი ამბობს, რომ გეგმიური შემოწმების დროს, ისინი ბინაში აპრილში მივიდნენ, თუმცა დაკეტილი დახვდათ, რის გამოც, გაზის მილის ჩაჭრა გარედან მოხდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოჯახი ბინაში საცხოვრებლად გადავიდა, წყლის გამათბობელზე გაზის მილის დაერთება კუსტარულად განხორციელდა. მომხდარ ფაქტს სწავლობენ ექსპერტები.

დღესვე, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე სასაუბროდ, იმერეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებსა და “სოკარის” წარმომადგენლებს შეხვდება. 12:00 საათზე კი განცხადებას გააკეთებენ.

ზესტაფონში, ახალგაზრდა ქალი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ცხედრები მათ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

რუსთავი 2