დეა გოშხეთელიანი – “ჩემი სიცოცხლე მოსამართლე ილონა თოდუას სინდისზე იყოს”

დეა გოშხეთელიანი - "ჩემი სიცოცხლე მოსამართლე ილონა თოდუას სინდისზე იყოს"დეა გოშხეთელიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება, იმ მოსამართლის კისერზე იყოს, რომელმაც შემაკავებელი ორდერი გააუქმა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა.
მე თუ რამე დამემართა, იცოდეთ, ვინ შეუწყო ხელი ამ ყველაფერს !

პს, ზუსტად ვიცი რას უნდა მოველოდე მოძალადე მხარისგან, ამიტომ ვამბობ ამას .
პსს, ძალიან დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი -ს ჩემი უსაფრთხოების დაცვაზე რომ ასე აქტიურად მუშაობენ, ძალიან დასაფასებელია ის რასაც ეს უწყება აკეთებს, მაგრამ!!!
სანამ სასამართლოც არ აუწყობს მათ ფეხს, მანამდე ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა არათუ არ დაიკლებს, არამედ ათჯერ, ოცჯერ და განუსაზღვრელი რაოდენობით მოიმატებს.

პსსს, როგორც გავიგე, მეგობრებო, ეს ქალბატონი,მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც ყოფილა. ))) ღმერთო რა საშინელებაა!!!
ვხედავ როგორ ინდომებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რამდენ რეფორმებს ახორციელებს, როგორ ცდილობს ძალადობის მსხვერპლთა დაცვას, პრევენციის ღონისძიებების გამოყენებას და არასენსიტიური მოსამართლეები, თავიანთ გუნება-განწყობაზე, სრულიად უსაფუძვლოდ, ასე ბედის ანაბარა ტოვებენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, კატასტროფაა , ჭაობი !”

დეა გოშხეთელიანის ყოფილმა ქმარმა გიგა ბაკურაძემ ქუთაისის ციხეში თვითმკვლელობა სცადა