გოჩა ვეფხვაძის მკვლელობის მცდელობისთვის პოლიცია დათო რუსიას, ვაჟა ოჩიგავას და კიდევ 3 პირს ეძებს

გოჩა ვეფხვაძის მკვლელობის მცდელობისთვის პოლიცია დათო რუსიას, ვაჟა ოჩიგავას და კიდევ 3 პირს ეძებსჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობა და უკანონო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების აღკვეთა,-  სისხლიან გარჩევაში მონაწილე ეჭვმიტანილ  ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა.

“კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ დათო რუსია, რომელიც გოჩა ვეფხვაძის მკვლელობის მცდელობის საქმეში მთავარი ფიგურანტია, საკუთარ სახლთან მომხდარის შემდეგ არავის უნახავს. რუსია ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა დღეს მის ბინაში მისულებს კარი არავინ გაგვიღო.

უკვე 4 დღეა, არავის უნახავს საქმის კიდევ ერთი ბრალდებული ვაჟა ოჩიგავა, იგივე ბაჩა. თუმცა მის მისამართზე უკვე იმყოფებოდნენ გამომძიებლები. რუსიასა და ოჩიგავას მსგავსად, იძებნება კიდევ 3 პირი.

შემთხვევა 6 ოქტომბერს, დღის 12 საათზე, საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან 300 მეტრში მოხდა. “კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ “ტოიოტას” მარკის ავტომობილს ნიკა კუტალაძე მართავდა, მის გვერდით მანქანის მფლობელი დათო რუსია იჯდა, უკანა სავარძელზე კი ვაჟა ოჩიგავა, იგივე ბაჩა, ასევე მანქანაში ისხდნენ ზაზა მაჩაბელი და დათო ბერეჟიანი.

გახოკიძის სამ ნომერში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ერთ-ერთი ვერსიით, ზაზა მაჩაბელმა ვეფხვაძეს მანქანის გასაღები წაართვა და მისი ავტომობილი გახოკიძის 11 ნომერში დატოვა. ამის შემდეგ მაჩაბლის კვალი საქმიდან ქრება.

პარალელურად კი “ტოიოტას” მარკის ავტომობილი ლისის ტბის მიმართულებით დაიძრა. მეზობლები ყვებიან, რომ პატრული ჩხუბის გამო გამოიძახეს, თუმცა პოლიცია მაშინ მოვიდა, როდესაც ორივე ავტომობილს ტერიტორია დატოვებული ჰქონდა.

რუსთავი 2