გურამ ჩალაგაშვილი – „გახარია მოუღებს ბოლოს ბიძინის“

გურამ ჩალაგაშვილი - „გახარია მოუღებს ბოლოს ბიძინის“„მთელი საქართველოს მოსამართლეები რომ მოისყიდოს ივანიშვილმა (მეც ვთქვი ახალი რამე ხო?) და სამჯერ სამასი პოლიციელი მიაპრემიოს და მოწმედ მოიყვანოს, საღად მოაზროვნე ერთ ადამიანსაც ვერ დააჯერებს, რომ ოქრუაშვილი პოლიტპატიმარი და პირადად მისი ტყვე არ არის.

მის დაჭერამდე ორი კვირით ადრე დაანონსა ოქრუაშვილის მეშინია და ვერ ივლის თავის ჭკუაზეო. ჩამოვა საქართველოში და გავისტუმრებ სადაც საჭიროაო. ძალიან პრიმიტიული ჭორვილპიარის ნაწილი იყო ჩემო ახლად ნაგინებო 400-ლარიანო “მეგობარო,” ეგ. ასე იაფად შეფასებული კაცის როდის იყო გვეშინოდა ჩვენ და განსაკუთრებით შენს პირად პოლიტპატიმრებს. მაინც ჩამოვიდა, მაინც გამოგააშკარავა და დაანახა მთელ ქვეყანას რაც ხარ. ისედაც კი ვიცოდით რაც იყავი, მაგრამ მაინც.
სამყაროსგან რომ ხარ იზოლირებულ-მოწყვეტილი ეგ ვიცით. მრჩეველი ხომ მაინც უნდა გყავდეს (ხო,ისე დამავიწყდა რომ გყავს ორი სასწაულგენიოსმრჩეველი, უბრალოდ, გურიაში როგორც იტყვიან, პაწე მეწამლიები არიან, თვარა ისე რა უჭირთ). მაგენი, კაცთან მტრობასაც ცოდნა და ვჟკაცობა რომ უნდა, მაგას ვერ გირჩევენ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გირჩიონ.

ისე, ჩემო ბიძო „უძლეველო“, ხეების გადარგვაში, ჩიტების და პინგვინების მოშენებაში არ შეუშლია ხელი შენთვის გავრილოვის პატიმრებს, არც ირაკლის გამო დაჭერილ კობა კოშაძეს, მაგრამ ისეთი მრჩეველები გყავს, რომ “ავ თვალს არ ენახვება” და კი დაუჯერე, მერე გახარიას დაავალე ოქრუაშვილი გაამწარეო და შეგისრულა კიდეც, ოღონდ ბოლომდე ვერა.

საქმის შეკერვაც არ იციან შენმა ხელის ბიჭებმა. „დენიკინის“ დროინდელ იარაღზე, რომელიც კოშაძეს ჩაუდეთ, მისი თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, თქვენმავე ექსპერტმა ვერ გაბედა ტყუილის დაწერა. იმიტომ კი არა, რომ არ დაგივალებიათ, არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდა, რაც მოუწევდა ზუსტად ერთ წელიწადში არასწორი დასკვნის დადების შემთხვევაში.

ასე რომ, მემგონი ჩეი…..თ. ჯერ სად ხარ, ცოტაც მოიცადე და მერე ნახე შენ სოლოლაკის მიდამოებში აირწინაღით რომ მოგიწევს სიარული. (ეს ისე, ცნობისთვის).
ისე, მაგ ყველაფერს ჩვენ კი არ გიპირებთ, შენი “ძმა და მეგობარი” გახარია აპირებსო, ამბობენ წყაროზე. სწორედ ეგ მოუღებს ბოლოს “ბატონ” ბიძინის და ოპოზიციას აღარ მოგიწევთ წვალებაო.
კიდე რითი “გაგახარო და დაგამშვიდო” მითხარი და არ დაგზარდები. თუ არადა ინერვიულე ახლა და იყავი. ისე სამასი ლარი კი მაქვს რეზერვში და გაგამხიარულებ უცებ თუ გინდა.
მოკლედ მოიფიქრე და აქვე ვარ.
აბა ჰე და აბა……… – წერს სოციალურ ქსელში „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.