ხაშურში მოკლული ქალი ნათია გოგალაძეა – მას ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ ესროლა

ხაშურში მოკლული ქალი ნათია გოგალაძეა - მას ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ ესროლაყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ნათია გოგალაძეა.
დაღუპულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მოქალაქე ირაკლი დეკანოიძემ ყოფილი ცოლი დღეს დილით დაჭრა.

ნათია გოგალაძე საქართველოში განქორწინების ოფიციალურად დასარეგისტრირებლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს, სილამაზის სალონში ხელყუმბარა შეუგდო, ასაფეთქებელი მოწყობილობის არაფეთქების შემდეგ კი, თავის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.