ლერი ლომაშვილი – “ნათლული იმიტომ მოვკალი, რომ ფულს არ მიბრუნებდა და სამსახურს მართმევდა”

ლერი ლომაშვილი - "ნათლული იმიტომ მოვკალი, რომ ფულს არ მიბრუნებდა და სამსახურს მართმევდა"თბილისში, ორხევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს, ლერი ლომაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა კიდეც.

ბრალდებულმა დაადასტურა, რომ კახა გაბრიელაშვილთან კონფლიქტი ვალს უკავშირდება. მისივე თქმით, გაბრიელაშვილი პერიოდულად ფულს სესხულობდა და შემდგომ არ უბრუნებდა. მეტიც ლომაშვილი ირწმუნება, რომ მისი ნათლული მისთვის სამსახურის წართმევას ცდილობდა.

სასტიკი მკვლელობა 9 სექტემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 82 წლის მამაკაცმა, ლერი ლომაშვილმა, ნათლული, 42 წლის კახა გაბრიელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებაოდა, მათ შორის ორი სასიკვდილო აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დაკევებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

წინასასამართლო სხდომა 2 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ლერი ლომაშვილს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნიუპოსტი