რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “მიცუბიშის” მარკის დისტრიბუციის ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ის 41 წლის იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.