ალბანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

ალბანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდაალბანეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში უძლიერესი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით მიწისძვრას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 650 კი დაშავდა. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. სპეციალისტებმა ნანგრევებიდან უკვე 45 ადამიანი ამოიყვანეს. პროცესში ძაღლები არიან ჩართულნი.

ქვეყანაში აფტერშოკები ფიქსირდება. ბოლო ბიძგების სიმძლავრემ 5.6 შეადგინა. სტიქიამ ქალაქ დურესში შენობები დააზიანა.

მიწისძვრა ალბანეთში 26 ნოემბერს მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ ტირანას მახლობლად, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

პრაიმ ტაიმი